LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Covid-19-ის ახალი შტამის გამო, საფრანგეთი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს აჩერებს

128
1

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის ახალი შტამის გამო, ისრაელის შემდეგ, ფრენებს აფრიკის ამ რეგიონიდან საფრანგეთიც აჩერებს.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთმა მალევე მიიღო მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ევროკავშირს ფრენების შეჩერება შესთავაზა.

France 24 წერს, რომ საფრანგეთმა ფრენები დღეიდან, 48 საათით შეაჩერა.

“საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან ფრენები 48 საათის განმავლობაში შეაჩერა. ვირუსის ახალი ვარიანტი საფრანგეთში ჯერ არ არის აღმოჩენილი.” – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.

ყველაფერი, რაც ახალი შტამის შესახებ ამ დრომდე ვიცით:

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციურ, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

შეგახსენებთ, აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ვირუსის ახალი შტამის აღმოაჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ვარიანტი სახელწოდებით B.1.1.529 მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ მუტირევული ვარიანტი ბევრად გადამდებია, ვიდრე აქამდე გავრცელებული სახიფათო “დელტა” შტამი.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს ბოტსვანაში.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე “დელტა”: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ შექმნილმა ვაქცინებმა, შესაძლოა, ახალი შტამის მიმართ იმუნური დაცვა ვერ უზრუნველყოს.

კოვიდის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს.

დღეს დილით სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა.

magti 5g