COVID-19-ის ვაქცინის მე-2 დოზის მისაღებად დღეიდან რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგისტრაცია 16 საათიდან არის შესაძლებელი. ჯავშნის გაკეთება მოქალაქეებს ვებგვერდზე booking.moh.gov.ge და ტელეფონის ნომერზე 1522 შეუძლიათ.
- მოქალაქეებს შეუძლიათ დაჯავშნონ ადგილი ფაიზერის მე-2 დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა გქონდეთ ჩატარებული 1 დოზით აცრა.
- აუცილებელია, რომ ჯავაშანი გააკეთოთ იმავე კლინიკაში სადაც ჩაიტარეთ პირველი აცრა
- აუცილებელია, რომ ჯავშანი გააკეთოთ 21-23 დღიან შუალედში, პირველი აცრიდან და არ ჩაეწეროთ 20 დღიან ინტერვალის გასვლამდე
- აუცილებელია ჯავშნის კოდის შენახვა, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში გამოგადგებათ კოვიდ -19- ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად