LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-ით გამოწვეული საავიაციო კრიზისის ფონზე, თვითმფრინავები უფრო მსუბუქი გახდა

81
960x0

EUROCONTROL-ის მონაცემების თანახმად, 2020 წელს COVID-19-ის გამო დაწყებული საავიაციო კრიზისის ფონზე, ევროპაში საჰაერო მარშრუტები შემცირდა, ხოლო თვითმფრინავები უფრო მსუბუქი გახდა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ თუ 2019 წელს თვითმფრინავმა ევროპის ცაზე ერთი ფრენისას საშუალოდ 1062 კმ  მანძილი დაფარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 981 კმ-მდე დაეცა. ეს კი ბრატისლავა-ბრიუსელის მარშრუტის ეკვივალენტურია.

„ასევე, თვითმფრინავის საშუალო წონა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 87,9 ტონიდან 86,4 ტონამდე შემცირდა. კრიზისის ფონზე, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ავიაკომპანიები გადავიდნენ მათ ავიაპარკში არსებულ უფრო მცირე ზომის და შედარებით ეფექტურ თვითმფრინავებზე, რომელთაც ნაკლები მოთხოვნა აქვთ“, – წერს „ავიანიუსი“ EUROCONTROL-ზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g