LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID პასპორტის შემოღება ტურიზმს და ეკონომიკას აღადგენს – Inn Group

78
dreamstime-m-175689459.601ae92bf1802

სასტუმროების ქსელ Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია jandacva.ge-სთან საქართველოში COVID-19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის შესაძლო ამოქმედდებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკის აღდგენას.

„კერძო სექტორმა Covid-19-ის პასპორტის ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა. იმისთვის რომ ინდუსტრიას რაიმე ფორმით შეღავათი ჰქონდეს და ამოისუნთქოს, აუცილებელია შეზღუდვები რაღაცით შემსუბუქდეს, თუნდაც მცირედით. განსაკუთრებით, სწორი იქნებოდა შეზღუდვების მოხსნა გავრცელებულიყო იმ ადამიანებზე, ვინც უკვე აიცრა. ეს უნდა ვრცელებოდეს როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე. ეს ეკონომიკასაც შეწყობს ხელს და ტურიზმის აღდგენასაც”, – აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში, საქართველოში COVID-19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის ამოქმედება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები