საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნესრეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს.
COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნესსექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ.
იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.
გინდა შენი წვლილი შეიტანო Covid-19-ით გამოწვეული სირთულეების გადაჭრაში? შემოუერთდი ონლაინ იდეების კონკურსს https://bit.ly/3bdGlWT
საპრიზო ფონდი 10.000 ლარია.
იდეების კონკურსის შერჩეული მონაწილეები ჟიურის წინაშე ონლაინ რეჟიმში წარდგებიან 1 მაისს. დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ https://bit.ly/3bqkT13