ავსტრალიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა მსოფლიო სპორტის ბოლო ათწლეულის მთავარი ბოროტმოქმედები.
1. ოსკარ პისტორიუსი (მძლეოსნობა)
2017 წელს 6 წელი მიუსაჯეს მეგობარი გოგონას, მოდელ რივა სტინკამპის მკვლელობისთვის.
2. ნიკ კირიოსი (ჩოგბურთი)
113 ათასი დოლარით დააჯარიმეს არასპორტული საქციელისთვის, ცინცინატის ტურნირის შემდეგ პირობითი სასჯელით ჩამოაშორეს 16 სატურნირო კვირით და მიიღო ნახევარწლიანი გამოსაცდელი ვადა.
3. აარონ ერნანდესი (ამერიკული ფეხბურთი)
2015 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მოთამაშის მკვლელობისთვის, რომელიც მისი საცოლის დას ხვდებოდა, 2017-ში გაამართლეს სხვა, ორმაგი მკვლელობის საქმეზე. თავი მოიკლა ციხეში 2017 წელს.
4. დევიდ უორნერი (კრიკეტი)
2018 წელს სტივ სმიტთან და კემერონ ბენკროფტთან ერთად დაიჭრეს თაღლითობაზე სამხრეთ აფრიკაში მატჩების დროს.
5. კონორ მაკგრეგორი (UFC – საბრძოლო ხელოვნება)
2017 წელს შეეცადა სკამი ესროლა ედი ალვარესისთვის და იჩხუბა ირლანდიურ ბარში, 2018 წელს თავს დაესხა ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსს.

6. ზეპ ბლატერი (ფეხბურთი)
ფიფას პრეზიდენტი საფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშრეს კორუფციული სკანდალის გამო.
7. სუნ იანი (ცურვა)
2018 წელს ჩაქუჩით დაამსხვრია ანალიზიანი სინჯარა დოპინგ-ოფიცრების თვალწინ.
8. ფლოიდ მეივეზერი-უმცროსი (UFC)
2012 წელს გაასამართლეს სახლში ძალადობის გამო.
9. ალექს როდრიგესი (ბეისბოლი)
ბრალი დასდეს სტეროიდების მიღებაში, დისკვალიფიკაცია მისცეს აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის, შემდეგ კი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
10. ლუის სუარესი (ფეხბურთი)
2010 წლიდან მოყოლებული სამჯერ დაკბინა მეტოქეები – ოტმან ბაკალი, ბრანისლავ ივანოვიჩი და ჯორჯო კიელინი.
