უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული მთამსვლელსა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მამიდა დალი ფალიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება…“ – ნიკო ფალიანს დამ ემოციური პოსტი და ვიდეო მიუძღვნა
„ნიკო! უშბის სიძლიერესთან ერთად პატარა და ახლა უკვე დიდი ზურიკოს „ლიმხეღვაჟ“ გამოსცადე? წამში რომ დააბრძენე თმაქოჩორა ბიჭი, დიდაბ გუშგვეი ჯგრააგს, რომ არ დაიბნა და მობილიზების უნარი მისცა, თავზარდაცემული არ დაიბნა, მამიდა ლადაღ ზურიკო ისგუ ლიმაარს. იმის ფიქრში რომ ქარბუქს არ მოეტაცნა უკვე მარადისობაში გადასული შენი თავი მისთვის.
მადლობა ზურიკო მამიდა ლადაღ სი რომ უშბასთან ბრძოლაში „გაიმარჯვე“ და სამარადჟამოდ არ დაუთმე იმ დიდებულ ორთავიანს ჩვენი მუდამ მომღიმარი „მეჩიილყვიელ“ ნიკო.
ლეგენდარული ალპინისტი ბექნუ ხერგიანი ამბობდა : „უშბაზე ამინდი დღეში 5-ჯერ იცვლებაო“ და ზურიკო მამიდა ლადაღ სი იმ „ცვლილებებს“ გაუმკლავდი.
ცუდი უსაშველოდ გაუსაძლისი დღე დგება ჩვენს გვარში, ალბათ მთელ სვანეთში და საქართველოში.
ნიკო გენაცვალე მე რა გითხრა შენ შენი თავი შენვე ჩაწერე ოქროს ასოებით „სვანეთის სულთა მატიანეში“. მაჯრებელუ ლი გუშგვეი ხოშა ჯგრააგი ლჯგირ გიმ არ გემშვიდობები.
მენანები.
მიხაროდა როცა მირეკაცდი „მამიდა ხვაზზი“
ხოჩა ლადაღუ ჯაარ.
ჩაგიხუტებენ შენი უკეთილშობილესი დედე ი ბაბა. შენი ბაბა ზურაბ ბიძია, სიკეთით სავსე გვარის სოფლის მარჯვენა ხელი. მიუხვალ იმას, მთის სიყვარულიც ხომ იმან გასწავლა, შრომას შეგაჩვია, ერთს ვეტყვი მხოლოდ „ჟი იმღადო აჯნთხილე“? როცა ზაფხულში კარვიდან გამოსულ პირტიტველა ბიჭს თვალწინ ეს დიდებული წარმოგიდგებოდა… გეძახდა? „აბა მოდი“! და შენც მიხვედი მამიდა ლადაღ სი“, – წერს დალი ფალიანი.