LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვატა ბერძენიშვილი: „ქართველ ამომრჩეველს აქვს თევზის მეხსიერება…“

695
cvata-berdzenishvili

პედაგოგი, სპიკერი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რატომ აქვს ქართველ ამომრჩეველს თევზის მეხსიერება და როგორ გააძვირა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გადაწყვეტილებებით ცხოვრება საქართველოში.

გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„ქართველ ამომრჩეველს აქვს თევზის მეხსიერება.

მოქმედ ხელისუფლებას ბევრი ბრიყვული რეგულაცია მიუღია, მაგრამ ერთი უნდა აღვნიშნო განსაკუთრებით, რამაც მნიშვნელოვნად დაგვაზარალა:

2016 წლის არჩევნების სრული ტრიუმფით მოგების შემდეგ, იმავე წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა, სადაც მმართველ ძალას უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის ფასი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად:

ბენზინზე – 100%-ით;

დიზელზე – 167%-ით;

გაზზე – 150%-ით;

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე – 100%-ით;

შედეგად, ქვეყანაში გაძვირდა საწვავი და, შემდგომ ამისა, პრაქტიკულად ყველაფერი, რისმა შედეგმაც არ დააყოვნა და 2017 წლის საშუალო ინფლაცია 2016 წელთან შედარებით გასამმაგდა.

ახსოვს ეს ვინმეს? – ძალიან ცოტას.

საუბრობს ვინმე ამაზე? – პრაქტიკულად არავინ.

შესაბამისად, ბრძენმა ქართველმა ამომრჩეველმა ამ ნაბიჯის შემდეგაც კი 2017 წელსვე თვითმმართველობების არჩევნებში პრაქტიკულად ყველგან იმ პარტიას და მის წარმომადგენლებს გაამარჯვებინა (გნებავთ მერად და გნებავთ საკრებულოებში), ვინც ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირა და გააღარიბა. დარწმუნებული ვარ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 2020-შიც იმავეს იზამს.

ჰოდა, რატომ? მიზეზი ისაა, რითაც ეს სტატუსი დავიწყე – ქართველი ამომრჩევლის თევზის მეხსიერება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g