LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება” – თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

194
თემურ ჭყონია

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ცვლილებების რესურსი არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება”

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

„ირაკლი კობახიძემ აგვიხსნა, თუ რას შეეხება კანონი. ჩემი პოზიცია არის ის, რაც თქვენი, ყველასი. მე არ დამრჩა შთაბეჭდილება იმის, რომ კანონს გაიწვევენ. პრობლემა კანონის შინაარსი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი სახელი, ის, რომ რუსული დაერქვა.

სერიოზული საუბარი გვქონდა. ისეთი სერიოზული თემები წამოიჭრა, როგორიც ახალგაზრდების მიმართ ძალადობაა აქციებზე. პრემიერ უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველები გააფრთხილონ, რათა ასეთი რაღაც აღარ მოხდეს.

ასევე ვისაუბრეთ არჩევნების თემაზე. როგორ იქნება ის გამჭვირვალე, სწორი…

ცვლილებების რესურსი არსებობს, კი, მაგრამ რაც არ უნდა შეცვალონ, ის რომ კანონი რუსულთან ასოცირდება, ეს არის პრობლემა. პრემიერი აპირებს დასავლეთთან საუბარს იმაზე, რომ საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი იყოს, მაგრამ კანონის გაწვევაზე საუბარი არ ყოფილა.

ბიზნესმენებზე არ ყოფილა ზეწოლა, რანაირად უნდა იყოს. ყველა ბიზნესმენმა ინდივიდუალური პოზიციით უნდა იზრუნოს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული…

Posted by საქართველოს მთავრობა on პარასკევი, 10 მაისი, 2024
magti 5g