„რადიო დუეტს” ახალი დუეტის პრემიერით ნინი ქარსელაძე და ლადო ჯანელიძე სტუმრობდნენ. ახალი სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორი ზურა მოსიავაა, ჩაიწერა „ფორტუნა რექორდსში”, არანჟირება და ბალანსი კი გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის.
მომღერლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საერთო კლიპის გადაღებაც დააანონსეს. ნინი ქარსელაძე უახლოეს მოავალში სამ ახალ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს, ლადო ჯანელიძე კი ზურა მოსიავას კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას გეგმავს რომელიც სიყვარულზეა.
