LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს კაცი, რომელიც პარიზის ცენტრში ტურისტის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი

113
პარიზიი

დააკავეს 23 წლის კაცი, რომელიც, პარიზის ცენტრში, ამერიკელი ტურისტის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას CNN-ი პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება ეჭვმიტანილის სახელსა და ეროვნებას არ ასაჯაროებს.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ 27 წლის ამერიკელი ტურისტი ქალი პარიზის ცენტრში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში გააუპატიურეს.

„თავდასხმის ადგილი აქტიური ტურისტული ლოკაციაა, სადაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი“, – წერს CNN-ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები