თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება და 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 65 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით იარაღიდან ორჯერ გაისროლა.