ბიზნესი მოსალოდნელ მესამე ტალღას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზდენტმა შოთა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ახლა ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და ის, რომ ეს ვერ ხორციელდება, სრულად ეპიდემიოლოგიური გუნდის პასუხისმგებლობაა.
,,წარმოდგენაც კი უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს. ამას ვერ გადაიტანს ეკონომიკა. მეტი ვალის აღების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს,“ -აღნიშნავს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება ქაოტურად, ლოგიკის გარეშე მიიღება. „გამყრელიძეს და მის ამფსონებს ჰგონით, რომ ჩაკეტვაა გამოსავალი. რესურსი რომ არსებობდეს, უკვე დაგვკეტავდნენ. დღეს, სამწუხაროდ ამ ვირუსს მართავენ საბჭოთა ცნობიერების ადამიანები. კითხვა მაქვს, რატომ არ ცხადდება დღეს საყოველთაო ვაქცინაცია? იმიტომ, რომ არ გვაქვს ვაქცინები. ფაქტია, ვერ მართავენ სიტუაციას, დააქციეს ეკონომიკა და ხელიდან გაექცათ ეპიდ-გავრცელება“,- განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.