LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებისას?

126
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი.

“ფორტუნა” დაინტერესდა დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებისას?

 “მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება.” – განუცხადეს “ფორტუნას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების საკითხებს. აღნიშნული კანონი, რომლის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა, ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

 

 

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? “მეც მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ” – წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g