LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასახელეს ყველაზე დიდი რესურსის მქონე ავტომობილები, რომლებსაც 400 ათას კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლიათ

122
3e7d338a6d643a2eda4f6e0c6066a738

თანამედროვე მანქანები ხშირად ვერ დაიკვეხნიან სოლიდური რესურსით. iSeeCars.com-ის ახალი კვლევის თანახმად, საშუალო მანქანას აქვს 8,6% შანსი, რომ 400 000 კმ-ზე მეტს გაუძლოს. მაგრამ ზოგიერთი მოდელი ამ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება.

iSeeCars.com-ის სპეციალისტებმა გააანალიზეს 402 მილიონზე მეტი მანქანა და დაასახელეს 30 ყველაზე გამძლე მოდელი. სიის სათავეშია Toyota Tundra 400 000 კმ-ის გავლის 36,6%-იანი შანსით.

„ტოიოტა“ ამ რეიტინგში ლიდერობს და ცხრა პოზიციას იკავებს. ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ Toyota Sequoia, Toyota 4Runner, Toyota Tacoma და Toyota Highlander Hybrid.

არასამგზავროები გამძლეობის ჩემპიონები არიან. 30 ყველაზე გამძლე მოდელიდან 16 უგზოობის ავტოა.

ყველაზე გამძლე მანქანების სრული სია ასე გამოიყურება:

Toyota Tundra;
Toyota Sequoia;
Toyota 4Runner;
Toyota Tacoma;
Toyota Highlander Hybrid;
Honda Ridgeline;
Chevrolet Suburban;
Toyota Avalon;
Lexus GX;
Chevrolet Silverado 1500;
GMC Yukon XL;
Chevrolet Tahoe;
Honda Pilot;
Honda Accord;
GMC Sierra 1500;
Ford F-150;
Toyota Highlander;
Nissan Titan;
GMC Yukon;
Honda CR-V;
Toyota Camry;
Ford Expedition;
Honda Accord Hybrid;
Nissan Pathfinder;
Toyota Prius;
Nissan Armada;
Mazda CX-9;
Acura MDX;
Honda Odyssey;
Ram 1500.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები