LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაასიგნალეთ! – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა აქცია-პერფომანსი დაანონსა (ვიდეო)

244
jjjj

უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშილის ოჯახმა, 29 დეკემბერს აქცია-პერფომანსი დაანონსა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათია გაფრინდაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა ექიმის მხარდასაჭერ აქცია-პერფომანს შეუერთდნენ. მისი თქმით, 29 დეკემბერს 19:00 საათზე მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებიდან ერთი წუთის განმავლობაში საყვირით გამოხატავენ მხარდაჭერას ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ.

“მისია მარტივია – “დაასიგნალეთ”, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან. ნებისმიერი ქალაქიდან, სოფლიდან, მთელი საქართველოდან. ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი – თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო. გაიგონებენ პაციენტები და ექიმები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა. ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა – ახალი წელი, ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში. გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს”, – განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ექიმი ტყვეობიდან დაიხსნას.

” ვფიქრობ, არსებობს კიდევ შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და პირადად პრემიერ მინისტრმაც რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ვაჟა იქ არ იცავს მარტო საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას. ამ ღირსების დაცვა საჭიროა ჩვენი და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სახელმწიფომ არ უნდა დატოვოს საკუთარი მოქალაქე, ღირსეული ადამიანი ტყვეობაში”.

შეგახსნეებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 4-საათიანი პროცესის შემდეგ, ქართველ ექიმს 1 წელი და 9 თვე  პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები