LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი ხომ არ არის ანწუხელიძესა და ტატუნაშვილივით მოექცნენ ვაჟა გაფრინდაშვილს… – ნიკოლოზ რაჭველი

298
jjjjjj

“მან თუ არა აბა სხვა ვინ იცის, რომ ის ახლა უსამართლო სასჯელს სწორედ რომ თავის სამშობლოში იხდის” – ნიკოლოზ რაჭველი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან ხშირად, არაერთხელ დღეების, კვირების განმავლობაში ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო მე, ერთმა ადამიანმა, თუნდაც პროფესიის და წარმატების გამო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილმა ჩვენი დროის ნამდვილი გმირის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად… მხოლოდ მოწოდება “თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საკმარისად აღარ მეჩვენება, მაგრამ ვერც ვერაფერს ვიგონებ ახალს… ლიზა ბათიაშვილთან და ქეთი მელუასთან ერთად მეც მივეცი ინტერვიუ მსოფლიოს ერთერთ წამყვან გაზეთს “The Guardian”, რომელიც მალე გამოვა, მაგრამ მსოფლიო პრესა და საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოება ხომ ისედაც ბევრს საუბრობდა ამ საკითხზე და ჯერჯერობით უშედეგოდ…

იცით, ჩვენ დროითი დისტანცია გვაშორებს ქართველ გმირებთან, რომელსაც სკოლაში ისტორიის გაკვეთილებზე მასწავლებლები გვაცნობდნენ, პატრიოტობითა და ღირსებით ნაკარნახებ მათ შეუპოვრობას და მედგრობას სამაგალითო ამბებად გვინერგავდნენ და ახლა იმდენ საერთოს ვხედავ მათსა და ვაჟა ექიმს შორის, რომ ასე მგონია ცოცხალ წმინდანზე მაქვს საუბარი და თანაგრძნობის განცდა… აუცილებელი ხომ არ არის ანწუხელიძესა და ტატუნაშვილივით მოექცნენ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩვენი ერის მტრები, რომ მისი გმირად აღიარება ჩვენსავე შეგნებაში სიღრმისეულად მოხდეს…
ღმერთმა დაიფაროს და მალე დაუბრუნოს თავის ოჯახს და არა თავის სამშობლოს, რადგან მან თუ არა აბა სხვა ვინ იცის, რომ ის ახლა უსამართლო სასჯელს სწორედ რომ თავის სამშობლოში იხდის…” – წერს რაჭველი.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წელს ომში მონაწილეობის დაბრალებით წარდგენილი ბრალდება უფრო დაუმძიმა. გაფრინდაშვილი ბრალს უარყოფდა, ამბობდა, რომ ის სამშობლოში იმყოფება და უკანონო საზღვრებს არ ცნობს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 4-საათიანი პროცესის შემდეგ, ქართველ ექიმს 1 წელი და 9 თვე  პატიმრობა მიუსაჯეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები