LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

208
BeFunky-collage (3)

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულოთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს: ბიძინა კულუმბეგოვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g