LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში – საკითხი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

80
unm

დღეს, „ნაციონალურ მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მოხსნის თუ არა პარტია ­პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს და ჩაერთვება თუ არა საკანონმდებლო საქმიანობაში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, მისი პოზიცია არის საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვისკენ მიმართული.

დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, პარლამენტში განიხილებოდეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების თემა და ა.შ.

„უახლოეს პერიოდში მე თვითონ წარმოგიდგენთ ჩვენი პარტიის და ფრაქციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს. ჩემი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ სრულად უნდა ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის მიმართულებით თუ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით და ა.შ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სტრატეგია იყოს ერთიანი, გუნდური სტრატეგია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პოპულარულები