LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: „რუსთაველზე დამდგარიყო და ეკივლა? რამდენი კაცი გავიდოდა მის მხარდასაჭერად?“

531
grdzelishvili-xazaradze

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა გამოაქვეყნა  „ფორბსზე“ განთავსებული წერილი სახელოწდებით „გული და გონება“, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. როგორც თავად ჟურნალისტი იხსენებს, მას მხოლოდ ერთხელ შეხვედრია პირადად და ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილს უფრო კარგად იცნობს, მაგრამ ხაზარაძის გულწრფელობის სჯერა.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:

„სულ ერთხელ შევხვედრივარ ამ კაცს პირადად (ამ მხრივ ბიძინას უკეთ ვიცნობ) მაგრამ რაღატომღაც მჯერა, რომ რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს. ნუ,ფეისბუკიც და ცხოვრებაც ასეთია – ახლა მასზე დარწმუნებით იტყვიან ცუდ რამეებს, და დანარჩენები კვერს დაუკრავენ. – ახლა მის ქებას კი არა, ხსენებასაც მოერიდებიან ისინი, ადრე ფეისბუკშიც და ცხოვრებაშიც კილომეტრიდან რომ უხდიდნენ ქუდს. მგონია, სწორად მოიქცა ბანკი რომ დატოვა. რუსთაველზე დამდგარიყო და ეკივლა? რატომ, ფეისბუკიდან კარგი საყურებელია? – აბა, ისე რამდენი კაცი გავიდოდა “ლაივში” მხარდასაჭერად? ან რომც გასულიყო, რა? დაესეოდნენ პოლიტიკოსები და ხელის მოსაკიდი ადგილი არ დარჩებოდა საქართველოში კი არავის ეხერხება იდეის გაუფასურება ისე, როგორც პოლიტიკოსებს… ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ახლა ანაკლიის მშენებლობაა – ისეთივე გარდამტეხი მგონია, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო. და აქ შეიძლება ვინმემ თქვას, ოღონდ აშენდეს და რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილი ააშენებს, ჩხარტიშვილი თუ ხაზარაძეო. შეკითხვა, თუ “ვინ დაიწყებს ახალი საპორტო ქალაქის მშენებლობას” იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პასუხი კითხვაზე, თუ “ვინ დაასრულებს” – რადგან მერწმუნეთ, ყველა იმიტომ არ დაიწყებს ანაკლიის პროექტს, რომ დაასრულოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g