LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაცული ტერიტორიების სააგენტო აშშ-ში „Travel and Adventure Show 2024“-ზე იყო წარმოდგენილი

153
გამოფენა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე „Travel and Adventure Show“ იყო  წარმოდგენილი.

„მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია, გამოფენაზე წარმოდგენილ მსოფლიოს წამყვან ტურისტულ კომპანიებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ“, – აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, რომელიც გამოფენას დაესწრო.

„Travel and Adventure Show“-ს მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. დაინტერესებულმა პირებმა ვირტუალური სათვალეების საშუალებით საქართველოს უნიკალური ბუნება დაათვალიერეს.

საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, მოეწყო პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები.

„Travel and Adventure Show“ ტურიზმის სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა. არსებობის 19 წლის მანძილზე მან ერთმანეთს 2,5 მილიონზე მეტი მოგზაურობის მოყვარული, 15 000-ზე მეტი ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანია და ათასობით სამოგზაურო მედია და მარკეტინგული არხი დააკავშირა.

mazda magti 5g