LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა, რომ მამა გიორგიმ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა – პროკურორი

232

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, “ციანიდის საქმის”პროკურორის თქმით, ამის შესახებ გამოკვლევით დადასტურდა.

“ვასრულებთ წერილობით მტკიცებულებებს, გამოკვლეული იქნა 10 ტომი. აღნიშნული 10 ტომის გამოკვლევით ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა იარაღი. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებებს, დღე არ გადიოდა, რომ მათთვის სასურველი განცხადება არ გაეკეთებინათ. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მათ ხელი ეშლებოდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

magti 5g