55 წლის რეპერი Daddy, რომელიც ამჟამად ადამიანებით ვაჭრობის, ძალადობისა და პედოფილიის ბრალდებით პატიმრობაშია, ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობის დამკვეთად სახელდება. ამის შესახებ USA Today იუწყება.
სავარაუდო დაქირავებული მკვლელის, დუეინ (კეფფა დ) დევისის ჩვენებებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ Daddy-მ მას 2Pac-ის ლიკვიდაციისთვის 1 მილიონი დოლარი შესთავაზა. შეთავაზებას დევისი მხოლოდ ფულის გამო არ დათანხმდა, მას სურდა თავისი ძმისშვილის, ორლანდო ანდერსონის გამო 2Pac-ზე შური ეძია.
1996 წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, კრივის ორთაბრძოლის შემდეგ, 2Pac-მა ანდერსონი სცემა. დევისის ცნობით, გარიგებაში ფიგურირებდა ასევე ლეიბლის Death Row Records დამფუძნებელი, შუგ ნაიტი.
შეგახსენებთ, თუპაქ შაკური 1996 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ლას-ვეგასში სროლისას მომაკვდინებელი ჭრილობები მიიღო. რეპერი მხოლოდ 25 წლის იყო.
ჯეი ლო -ს სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე წარდგება – ცნობილია დეტალები

