LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგება თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა: ეკატერინე ტიკარაძის პროგნოზი

77
ტიკარაძე - შეხვედრა

მზარდი კოვიდსტატისტიკის გამო საქართველოში შესაძლოა საველე ჰოსპიტლები მოეწყოს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება კლინიკებში დატვირთვის შესამცირებლად მაქსიმალურად აპირებს კოვიდსასტუმროების ათვისებას.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მხოლოდ დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა და მისი თქმით, არც ერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე.

აქვე, მინისტრი არ გამოირიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა დადგეს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფექცია 3 141 პირს დაუდასტურდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 751-ს შეადგენს

magti 5g