LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაფნა“ – მინიმალისტური კაფე თბილისსა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

605
დაფნა

„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და ქალაქში, დღემდე, თავშეყრის გამორჩეულ ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის „დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი – თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეში განსაკუთრებული ატმოსფეროა. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა.

სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც „დაფნას” დამფუძნებელი ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, ისტორიული წარსულის მქონე შენობას, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს.

„ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ეს ნაბიჯი ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგული ცნობადობის გაზრდაშიც”, – ამბობს ნიკოლოზი.

უახლოეს მომავალში „დაფნას” დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g