LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია, ქვეყნის მტრებო და საქართველოს ომში ჩამთრეველებო“ – „ოცნების“ დეპუტატი

159
Untitled design (7)

„დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია, ქვეყნის მტრებო და საქართველოს ომში ჩამთრეველებო“, – ამ მიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე.

„საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები – აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს“ – დიტო სამხარაძე

„2 დღეა, შმოპოზიციის ტრაკაცუნა ბიჭუნკელები, აგენტები დაპაუზებული არიან! ვითომ გაუხარდათ კანონის გაწვევა, ვითომ არ წაუკითხავთ კანადაში მისაღები კანონი, ვითომ გაიმარჯვეს, ვითომ ჩვენ შეგვაშინეს, ვითომ არ გადაგივლით! ვითომ გაპატიებთ! ვითომ შეგრჩებათ.

დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია, ქვეყნის მტრებო და საქართველოს ომში ჩამთრეველებო.

ხო, ის წარაკუა გახარიაც გვახსოვს! ჯერ მაგიტომ ხართ განდონები, რომ ვინც თვალები დაგთხარათ, უკან სათითაოდ გაერჭვეთ! სამარცხვინოებო“, – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 10 მარტს, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების დროს, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი კი 1-მა, დიტო სამხარაძემ დაუჭირა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ტექნიკური პრობლემა იყო და კანონისთვის მხარი არ დაუჭერია.

 

პოპულარულები