„ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და ცასავით ცისფერი თვალები აქვს… ზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსო…მამის სახელი ჰქვია… მამის, რომელიც არასდროს უნახავს…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა პერტაია, წერს.
პერტაიას ინფორმაციით, ბათუმელი პოლიციელი შვილის დაბადებამდე, სამსახურებივი მოვალეობის დროს დაიღუპა და ახლა, როცა მისი შვილი სკოლაში პირველად მიდის, გვერდით შსს მინისტრი, გიორგი მღბრიშვილი, ახლავს.
„დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნივნელოვანესი ეტაპი დაიწყო – ის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო – მასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია. ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომ… პოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია,“ – წერს პერტაია.