LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებით საპენსიო რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

20180721211817117948928

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ.

შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი 8 იანვარს მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ასევე სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალ დაბანდებად აქციონ. 

იანვრიდან ხელფასის 2% ჩამოგეჭრებათ - როგორ გავიდეთ საპენსიო ფონდიდან

პირველი იანვრიდან საპენსიო ფონდში ყველა ავტომატურად ერთვება – ყველა დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს და ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რეზიდენტს, რომელსაც აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება და მუშაობს, ხელფასიდან 2% ჩამოეჭრება. საპენსიო რეფრმაში ავტომატურად მხოლოდ ისინი არ ერთვებიან, ვისაც კანონის მიღების დღემდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) საპენსიო ასაკი შეუსრულდა (მამაკაცებს 65 წელი, ხოლო ქალებს -60). მათ სქემაში […]

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g