LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვლოცე მამაო: ფეხბურთელებმა გოლების გასატანად მღვდელი მიიწვიეს

49

”ჩვენ მღვდელი მოვიწვიეთ, რადგან რაღაც გვიშლის ხელს გოლების გატანაში, – თქვა რუსული ”ტომის” კაპიტანმა მარტინ იირანეკმა, – გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ხელს გვიშლის ნორმალურად თამაშში და გატანაში. პირველ წრეში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ვიტანდით საჭირო გოლებს. ახლა სიტუაცია აირია. რა თქმა უნდა, ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სასულიერო პირის მოწვევაც უნდა დაგვეხმაროს”, – დაწერა კაპიტნის სიტყვები ”ტომის” ოფიციალურმა საიტმა.

იირანეკის ეს ინტერვიუ კვირას გამოქვეყნდა. მიუხედავად დახმარებისა, ორშაბათს ”ტომი” საკუთარ მოედანზე მაინც დამარცხდა ”ლუჩ ენერგიასთან” 0:2. იმედია, ტომელებს სხვა დროს უფრო გაუმართლებთ და ლოცვა შეეწევათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები