LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიბადა პატარა პრინცესა ანამარია ნადირაძე, ეს მეათე ორსულობა და მეათე მშობიარობაა“ – სამტრედიაში ნადირაძეების ოჯახს მეათე შვილი შეეძინა

2750
ოჯახის მეათე შვილი

სამტრედიაში ნადირაძეების ოჯახს მეათე შვილი შეეძინა.

სასიხარულო ინფორმაციას „სამტრედიის ამბები“ ავრცელებს. მათივე ცნობით პატარა ანამარია ნადირაძე 3.350 კილოგრამს იწონის.

„სამტრედიის ამბები“ წერს, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

„სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსთან“ არსებულ სამშობიარო სახლში დაიბადა პატარა პრინცესა ანამარია ნადირაძე — 3.350 კგ – ეს ოჯახისთვის მეათე ორსულობა და მეათე მშობიარობაა, რაც განსაკუთრებული სიხარულისა და პატივისცემის ღირსია   
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი ახალი სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილზე მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს 2000 ლარის ოდენობის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გადასცემს. წარმატებით ჩატარებული მშობიარობისთვის მადლობა დარგის წამყვან სპეციალისტებს:
მეან-გინეკოლოგი — გულნაზი კაშია
ნეონატოლოგი — ნონა ტუღუში
ბებია ქალი — ნინო ქუთათელაძე
ექთანი — მარინა ბიბილეიშვილი
პატარა ანამარიას და მის ოჯახს ვულოცავთ ამ დიდ სიხარულს და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსთან“ არსებულ სამშობიარო სახლში დაიბადა პატარა პრინცესა ანამარია ნადირაძე — 3.350 კგ 💗👶 ეს…

Posted by სამტრედიის ამბები • Samtredia News on ხუთშაბათი, 08 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g