შვეიცარიულმა სასტუმრომ ებრაელი ტურისტები ძალიან გააბრაზა. საქმე ისაა, რომ Paradies Arosa-მ ებრაელებს შხაპის მიღება სთხოვა, რაც სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდა. ქალაქ აროზაში მდებარე დაწესებულების ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელიც მხოლოდ ებრაელებს ეხებათ. დამსვენებლებს აუზის გამოყენებამდე შხაპის მიღებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ცურვა აეკრძალებათ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ყველაფერი ანტისემიტიზმისთვის ხელშეწყობად ჩათვალეს და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმაც სამართალდამცავებს შესაბამისი განკარგულება მისცა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრომ შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.