თბილისის მერიის წლის ბოლო შემაჯამებელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა შეაფასა მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და საზოგადოებას მეტი ინფორმაციისთვის განმარტა, რომ ის რაც შესრულდა ამ წლის განმავლობაში არ არის საკმარისი და ველა ამ დრომდე შეჩერებული პროექტი მომავალი წლისთვის ისევ განახლდება. კალაძის თქმით, თამარ მეფის პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდება, უფრო კონკრეტულად ამ საღამოს და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა. მისივე განმარტებით, აქ ფაქტობრივად მთლიანად განახლდა და აღდგა ინფრასტრუქტურა, რომლის ბოლო ეტაპი მოასფალტებაა.
თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება
ხიდების თემა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სამუშაოებით გააგრძელა, თუმცა უკმაყოფილება ვერ დამალა.
“რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ ეს მონაკვეთი. დღეს ისეთი დღეა არ მინდა ჩხუბი და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ამ თემაზე, მაგრამ აი გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული. განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის საკითხებში. ამიტომ ყოველგვარი აღელვების გარეშე დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან”, – განაცხადა კახი კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება და ჩაბარება, ამიტომ მერია არ დაუშვებს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას. კალაძე ამბობს, რომ ადგილზე ლაბორატორიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და მათაც დაადასტურეს შესრულებული სამუშაოების უხარისხობა, ამიტომ კალაძე მოითხოვს დაიგოს ნორმალური საფარი, როგორც პროექტის ფარგლებში იყო მითითებული.
მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე 9 მილიონზე მეტი დაიხარჯება