LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაიძახა “ალლაჰუ აკბარ” და ბავშვებს ესროლა”-მიუნხენის თავდასხმის თვითმხილველი

115

მიუნხენში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი, მუსულმანი ქალი სახელად ლორეტა „სიენენთან“ აცხადებს, რომ შეიარაღებულმა ადამიანმა არაბულად დაიძახა „ალაჰუ აკბარ“ და “მაკდონალდსში” ბავშვებს ესროლა.

„ტუალეტიდან გამოვდიოდი, როდესაც სროლის ხმა გავიგე და დავინახე, რომ ესროდა ბავშვებს, რომლებიც ისხდნენ და ჭამდნენ. მათ არ შეეძლოთ გაქცევა…“ – ამბობს ლორეტა.

მისივე თქმით, თავდამსხმელი მისგან ზურგით იდგა, თუმცა მოგვიანებით გაიგო მისი ყვირილი „ალლაჰუ აკბარ!“

ლორეტას განცხადებით, თავდამსხმელს მუქი სამოსი ეცვა.

შემდეგ კი ქალმა შვილებთან ერთად „მაკდონალდსიდან“ გაქცევა მოახერხა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში შეაფარა თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები