LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Daihatsu მონაცემთა გაყალბებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პრეზიდენტის გარეშე დარჩა

136
დაიჰაცუ

მონაცემთა გაყალბებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო Daihatsu-ს პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, 2024 წლის 1-ლი მარტიდან სოიტირო ოკუდაირა იაპონურ საავტომობილო კომპანიას აღარ უხელმძღვანელებს. მისი შთამომავალი გახდება მასაჰირო ინოუე, რომელიც ამჟამად Toyota Motor-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს. Daihatsu-ს ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები იაპონიაში ავტომობილთა სერტიფიცირების პროცესში მონაცემთა გაყალბებას უკავშირდება.

ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე toyota და Daihatsu ნამდვილ სკანდალში აღმოჩნდნენ: მანქანების სერტიფიცირების დროს ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინეს, მთლიანობაში 60 მოდელის 170 მაჩვენებლის გაყალბება. 2023 წლის ბოლოსთვის Daihatsu-ს ქარხნებმა წარმოება გააჩერეს და ეს შეეხო Toyota-სა და Subaru-საც, რომლებიც უნიფიცირებულ მანქანებს უშვებდნენ.

Toyota-მ თავის მხრივ კლიენტებს, მიმწოდებლებს, დილერებს და ზოგადად საზოგადოებას ძალიან დიდი ბოდიში მოუხადა დისკომფორტისთვის და კადრების გადანაცვლებაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები