„დაიკო, მარიკუნა. 2011 წელს ზუსტად ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს პირველად შევხვდით. როგორ მაკლიხარ.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ფერაძე უმცროსი წერს.
გია წერს, რომ მარიკუნა ძალიან ენატრება.
„მაკლია შენი იუმორი, სიცილი, სურნელი და შენი ცეკვები. ყველგან და ყოველთვის! იცეკვე ლამაზად და თავისუფლად“ , – წერს გია ფერაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
ფოტო: როგორ ემშვიდობება უმცროსი გია ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს