LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 392, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

104
კორ

საქართველოში კოვიდსტატისტიკა განახლდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 969-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.82% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა,

აჭარა – 20,

იმერეთი – 43,

ქვემო ქართლი -17,

შიდა ქართლი – 28,

გურია – 31,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24,

კახეთი – 36,

მცხეთა-მთიანეთი -5,

სამცხე-ჯავახეთი – 3,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 318 საიდანაც, 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 227, აჭარაში – 21, იმერეთში – 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 89 პირი, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 17, იმერეთში – 8. 2 925 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g