პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას 18 პირი დააკვეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
უწყების ცნობით, “საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა”.
“პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები”, — ნათქვამია განცხადებაში.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარია ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი და ზურა ჯაფარიძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ერთ-ერთ სამმართველოში დაუდასტურეს.
ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია და აქციის სხვა მონაწილეები დააკავეს
საკუთარი დაკავების შესახებ ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას, აქტივისტი ანა ჭარხალაშვილიც წერს. “მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულია ალეკო ელისაშვილიც.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2614073681964680&id=100000862204401
სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ
რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა.
ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)
რუსთაველის გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმის ჯგუფმა, ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გახსნილია. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე სხედან.
"მონებო" - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს
ალეკო ელისაშვილი პატრულის მანქანაში ჩასვეს.
სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სხედან, გზის გათავისუფლება მოსთხოვა.