LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკეტილი ცის მიუხედავად, უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა აღდგება

105
Ukraine Flag With Airplane

დაკეტილი ცის მიუხედავად, უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ევროპასთან საჰაერო კომუნიკაციას, ჯერჯერობით, მხოლოდ უჟგოროდის აეროპორტი შეინარჩუნებს. აეროპორტის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, თვითმფრინავები, რომლებიც უჟგოროდის აეროპორტში განახორციელებენ ოპერირებას, პრაქტიკულად, არაფერს რისკავენ.

როგორც ცნობილი გახდა, აეროპორტი “უჟგოროდი” ომის დროს არ დაზიანებულა. ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭოს დეპუტატებმა კი უჟგოროდის აეროპორტის მუშაობის აღსადგენად 26 მილიონი გრივნა გამოყვეს. „ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი აეროპორტი უკრაინაში, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მგზავრთა გადაადგილებისთვის. აეროპორტიდან აფრენილი ბორტი შედის ევროკავშირის ცაში და არა უკრაინის ცაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ჩუბირკმა, ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა.

უკრაინული მედიის ცნობით, აეროპორტი მუშაობას მალე განაახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g