LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაკრძალვაზე თუ ვერა, დაბადების დღეზე მაინც მოგიწყვე ისე, როგორც სულ გინდოდა, ყველაფერი ფერადი და შენი საყვარელი ვარდისფერი…“ – დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას დაბადების დღეა

3352
ბარბარე ბეჭვაია

დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას დაბადების დღეა.

ვიდეო: „დღეს პირველად ვიყავი ბარბარეს გარეშე… ჩემო საყვარელო, ლამაზო, უთბილესო ბარბარე… ძალიან მიყვარხარ და მომენატრები“ – ნუცა თოფურია ბარბარე ბეჭვაიაზე

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი, სალომე ქუთათელაძე.

სალომე სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ მეგობრები ბარბარეს დაბადების დღეზე მის საფლავზე შეიკრიბნენ:

„ვინც გვიცნობდა, ყველამ იცოდა, რომ საქმის გამო ხშირად ვჩხუბობდით და ვდაობდით, თუმცა მხოლოდ მაგის დამსახურებით იქმნებოდა ის სასწაულები, რასაც აუდიტორია საბოლოოდ ხედავდა… ნუ ორივე ლიდერული უნარებით დაგვაჯილდოვა ღმერთმა და ამისთვის სულ მზად ვიყავით და ძირითადად იმავე საღამოს კაფეში, ან ბარში ვრიგდებოდით და კაგრადაც ვერთობოდით…
მსგავსი ჩხუბისას, სულ იცოდა თქმა – „ერთხელაც ნახავ, აღარ ვიქნები და დაგწყდება გულიო”, ჰოდა მეც ხშირად ვპასუხობდი – იქაც ამოგაკითხავ, მოგაბრუნებ და მაინც დაგამთავრებინებ ისე, რომ იდეალური გამოვიდესთქო…. ბოდიში რომ ვერ აგისრულე დანაპირები…
ერთხელ, ვერ იყო და იმხელაზე ვეძახდი „დროზეეეე ღრმად ისუნთქე თქო”, რომ მერე სულ მეკაიფებოდა, მიქელ-გაბრიელსაც შეაშინებდიო… ხანდახან მგონია, რომ იმ დღეს მართლა შევაშინებდი….
ალბათ ძალიან ცოტა რამეს ვნანობ ცხოვრებაში – ერთ-ერთი ისაა, რომ შენი ბოლო დაბადების დღე შენს გვერდით ვერ ვიყავი…
მენატრები უკიდეგანოდ და გილოცავ სადაც ხარ იქ… დაკრძალვაზე თუ ვერა, დაბადების დღეზე მაინც მოგიწყვე ისე, როგორც სულ გინდოდა, ყველაფერი ფერადი და შენი საყვარელი – ვარდისფერი…“ – წერს სალომე ქუთათელაძე.

ვიდეო: „შარშან ლილიანა საიმიჯო კლიპში გადაიღო და ხელიდან არ უშვებდა, ასეთი საყვარელი რანაირად არისო… დედამიწაზე ყველა პატარას გულის გამხარებელი იყავი და ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს“, – ლიკა ბაკურია ბარბარე ბეჭვაიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები