ბარბარე ბეჭვაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ვიშლისთი“ წერს და ბარბარეს ვიდეკოლაჟს ავრცელებს.
„ლამაზი ფოტო კუთხეების მოწყობა ჩვენთან, შენ დაიწყე, ახლა შენი ფოტო კუთხე გექნება… ვისაც სურვილი ექნება, თბილისი მოლში შეგიძლიათ მიაგოთ პატივი მის ხსოვნას“ – „ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ემოციურ წერილში კოლეგები კიდევ ერთხელ იხსენებენ ბარბარე ბეჭვაიას:
„უკვე 1 წელი ჩვენი სასწაული გოგოს გარეშე. სწორედ ბარბარე და მისი გუნდი ქმნიდა ყველა იმ რეკლამას, რითაც ვიშლისთმა დაგამახსოვრათ თავი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბარბარიკა, რომელმაც უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა ყველასთან და ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ვიშლისთის წარმატებაში მადლობა ყველაფრისთვის მეგობარო. შენ ყოველთვის შეუცვლელი იქნები“ – წერს „ვიშლისთი“ სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.
