“დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება”, “დაიცავით კონსტიტუციური უფლებები”, “თავისუფლება ყველაფერი არ არის, მაგრამ თავისუფლების გარეშე ყველაფერი არარაობაა”, “მამა, რა არის კოცნა”? – ამ ლონზუნგებით გამოსულმა დემონსტრანტებმა ბერლინში კარანტინის პირობები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობდა, ნაწილი კი ჯგუფ-ჯგუფად იყო თავმოყრილი.
შეკრებილი ათასამდე ადამიანის პროტესტი გამოიწვია იმან, რომ გერმანიაში საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო რეჟიმის ზომებით 20 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს.
აქტივისტების მიერ გავრცელებულ პუბლიკაციებში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსი სხვა არაფერია, თუარა შიშის დათესვა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება გამართონ საპროტესტო აქციები, ოღონდ, მათ სოციალური დისტანციები უნდა დაიცვან.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, გერმანია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. მის წინ არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა