მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი, უკვე სამ მილიონს უახლოვდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა მონაცემები ცოტა ხნის წინ გაანახლა.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ვირუსით 200 689 ადამიანია დაღუპული.ლეტალური შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კი აშშ-ში ფიქსირდება, სადაც ვირუსით 50 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აღენიშნებათ, – ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სისხლში არსებული ანტისხეულები, განმეორებით ინფიცირებისგან სრულად იცავენ. ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ განცხადებას იმ სახელმწიფოების მისამართით აკეთებს, რომლებმაც თქვეს, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს “იმუნიტეტის პასპორტს” მისცემენ. “ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა პაციენტები, რომლებსაც აქვთ […]
მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში: აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს.