LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო

164
Bzoba 2020

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აღენიშნებათ, – ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სისხლში არსებული ანტისხეულები, განმეორებით ინფიცირებისგან სრულად იცავენ.

ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ განცხადებას იმ სახელმწიფოების მისამართით აკეთებს, რომლებმაც თქვეს, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს “იმუნიტეტის პასპორტს” მისცემენ.

“ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეს ანტისხეულები, Covid-19–ით ხელახლა დაინფიცირების რისკის ქვეშ. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი შესაძლოა განმეორების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ”, — განაცხადა ამერიკის ინფექციური დაავადებების ასოციაციის სპიკერმა ჰაიდენმა.

ბოლო მონაცემებით,  მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 836 978-ია.

როგორც დაინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები