LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამიბრუნეთ შვილი, მომატყუეს… დედა სოცმუშაკებს შვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს (ვიდეო)

6235
Capture

მარიამ გეთიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გააჩინა, სოციალური მომსახურების სააგენტომ უკანონოდ ჩამოართვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან შვილის შინ წაყვანა გადაწყვიტა, სოციალურმა მუშაკმა შეატყობინა, რომ ბავშვი ჩამოერთვა და მასზე არავითარი უფლება აღარ ჰქონდა. მიზეზად ოჯახის სოციალური მდგომარეობა დასახელდა. თუმცა ბავშვის მშობლები აცადებენ, რომ მათ ჩვილის მოვლის და რჩენის საშუალება აქვთ. ოჯახი ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.

“ბავშვი დღენაკლული, 6-თვიანი დაიბადა და მეუბნებოდნენ, რომ იკვებებოდა ზონდით. რამდენჯერაც ექიმს დავურეკე სულ ამას მეუბნებოდა. ბავშვის გაყვანის დრო რომ მოვიდა, მაშინაც მითხრა, რომ ზონდით იკვებებაო. 8-ში მირეკავს სოციალური აგენტი თამუნა წიკლაური და მეუბნება, რომ ბავშვი მიმყავს მეო, არაფრის უფლება გაქვსო, საბუთებს იხუტებდა. არანაირი ხელმოწერა, არაფერი გამიკეთებია, არც ის მითქვამს შვილს ვტოვებ-მეთქი. ჩემ შვილს ვითხოვ, ჩემი შვილი მომიყვანონ, დამიბრუნონ, გვატყუებდნენ, ახლაც არ გამოდის ექიმი და არ გველაპარაკება, პასუხს არ გვცემს ტელეფონზე, დაგველაპარაკოს მაინც ვის გაატანა და რატომ? არ ვიცოდი არაფერი”, – აცხადებს მარიამი.

დღეს მარიამ გეთიაშვილი საავადმყოფოში ექიმთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

magti 5g