ძიუდოში ევროპის ჩემპიონის, ილია სულამანიძის დედა მანანა გოჩელაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გვიამბობს, რა ხდებოდა ილიას ასპარეზობის დროს მის ოჯახში, სად და როგორ გულშემატკივრობდნენ ახლობლები და რა უთხრა დედას დაჯილდოების დროს წამოსულ ცრემლებზე.
ახლა მითხარით, თავად ილიამ რომ დაგირეკათ, რა გითხრათ? არა მხოლოდ გამარჯვებამ, მისმა ცრემლებმაც ბევრ ადამიანში დიდი ემოცია გამოიწვია.
– ილიას ძალიან უყვარს ცუცხვათი, იქ ბავშვობაში ჩემს მშობლებთან დიდ დროს ატარებდა. გამარჯვების ამბავი რომ გავიგე, სოფელში ჩემებთან ტაქსით წავედი. უკვე მისული ვიყავი, “ვოთსაფში” დამირეკა და პირველი ეგ მითხრა, – დედა, რომ ვტიროდი, რა იფიქრეო? მერე კი თავისი ცრემლები და ემოცია ასე ახსნა: გარდა იმისა, რა განცდაც გულში მქონდა, იმაზეც დავფიქრდი, ჩემი გამოსვლა ცუცხვათში როგორ გაუხარდებოდათ, სიხარულით როგორ იტირებდნენ და გული უცბად ამიჩუყდაო… რა ხდება მაგის ჭიდაობის დროს, იცით? ქალი, კაცი, ბავშვი… მთელი სოფელი იკრიბება და რომ მოიგებს, მთელი სოფელი სიხარულისგან ტირის. ილიამ ეს ამბავი იცის და იმ წუთებშიც ზუსტად ეს გახსენებია.