LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო“ – რა მიუსაჯეს ორსული ცოლის მკვლელობისთვის გოგა გზირიშვილს

101
გოგა გზირიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო.  მას სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

„დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, – განაცხადა ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა.

ამასთან, როგორც მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g