LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავეა: ფიფას კორუფციონერმა ბრალი აღიარა

32

გვატემალას ფეხბურთის ექსთავკაცმა ფიფას კორუფციაში დამნაშავეობა აღიარა და ახლა შეიძლება 20 წლით ციხეში წავიდეს.

62 წლის ბრაიან ხიმენესმა აღიარა გამოძალვა და შეთქმულება თაღლითობის მიზნით.

AP ამტკიცებს, რომ ხიმენესმა ასობით ათასი დოლარის ქრთამი აიღო ფლორიდას შტატში ბაზირებული მარკეტინგული კომპანიებისგან. სანაცვლოდ ის კომპანიებს 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებზე გვატემალას ნაკრების მონაწილეობით ექსკლუზიურ სარეკლამო უფლებებს აძლევდა.

ხიმენესი 12 იანვარს გვატემალაში აიყვანეს, მარტში კი მისი აშშ-ში ექსტრადაცია მოხდა. თავიდან ის უდანაშაულობაზე ლაპარაკობდა და 1.5 მლნ დოლარის გირაოთი გარეთ იყო, მაგრამ ახლა მაინც წავიდა თანამშრომლობაზე.

2015 წლის მაისში აშშ-ს ხელისუფლების მოთხოვნით, პოლიციამ კორუფციაში ბრალდებით ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააკავა. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 24 წლის განმავლობაში მათ 150 მლნ დოლარი აქვთ აღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები