აშშ-ში ძებნილმა დამნაშავემ პოლიციის თანამშრომლების მოტყუება დაფაზე მარკერით შესრულებული წარწერით სცადა. ამის შესახებ New York Post წერს.
ფლორიდას შტატის სამართალდამცველები ეძებდნენ 41 წლის ჯონი იეტსის, რომელსაც საკმაოდ ბევრ დანაშაულში ედებოდა ბრალი, მაგალითად ისეთში როგორიცაა – ფიზიკური დაზიანების მიყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სხვა.
როდესაც პოლიცია ჯონის სახლთან მივიდა, ფანჯარასთან დახვდა დაფა წარწერით – „ჯონი იეტსი აქ არ ცხოვრობს!!!“
ოფიცრებმა გადაწყვიტეს დაფისთვის არ დაეჯერებინათ. მალევე მათ დააკავეს ადამიანი, რომელიც სახლიდან გამოვიდა და მან დაადასტურა, რომ ჯონი ნამდვილად შიგნით იმყოფებოდა. ამის შემდეგ სახლი ალყაში მოაქციეს და იეტს ჩაბარება მოსთხოვეს. იქიდან პასუხი არ ყოფილა და პოლიციას შიგნით მოუწია შესვლა.
ჯონი დააპატიმრეს და მასთან ერთად აიყვანეს მისი 4 მეგობარიც, რომლებსაც გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ისურვეს.