საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს დამატებითი რეისები შესრულდება ნატახტრიდან ამბროლაურისა და მესტიის მიმართულებით:
ნატახტარი – ამბროლაური: 16:30
ამბროლაური – ნატახტარი: 17:45
ნატახტარი – მესტია: 09:30
მესტია – ნატახტარი: 11:30
ნატახტარი – მესტია: 13:30
მესტია – ნატახტარი: 15:15“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბილეთების შესაძენად ეწვიე ვებგვერდს https://ticket.vanillasky.ge/ge