მრავალი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შემდეგ დამშვენებული 58 წლის მოდელი, ლინდა ევანგელისტა ამჯერად ნიუ-იორკში, 16 წლის ვაჟთან, ავგუსტინთან ერთად გამოჩნდა. ქუჩაში 90-იანი წლების ტოპ მოდელს ურიცხვი თაყვანისმცემელი დახვდა, რომლებსაც ვარსკვლავმა ავტოგრაფები დაურიგა. ამ დღეს ლინდა თავისუფალი სტილის, შავ კაბაში იყო გამოწყობილი.
რაც შეეხება მის ერთადერთ ვაჟს, მისი მამა სელმა ჰაიეკის ახლანდელი მეუღლე, ფრანსუა ანრი პინოა. ცნობისთვის, ევანგელისტასა და პინოს რამდენიმე თვიანი რომანი აკავშირებდათ, მათ შვილი მაშინ შეეძინათ, როდესაც ისინი უკვე გაშორებულები იყვნენ. მალევე ფრანსუამ ცოლად სელმა მოიყვანა.
სასწაული – ლინდა ევანგელისტას უახლესი ფოტოები, რომელიც გაგაოცებთ